სასწავლო აქტივობები



გაკვეთილის გეგმა
საგანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები
კლასი VII

1.    სახელი და გვარი
ხათუნა გოგალაძე
2.    თემის სახელწოდება
ეუკარიოტული უჯრედი
3.    3.  გაკვეთილის
სასწავლო მიზნები



დაკვირვების, მონაცემთა ინტერპრეტაციის, ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის, ჯგუფური მუშაობის და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.

 განვლილი მასალის გახსენება და ცოდნის გაღრმავება.

ეუკარიოტულ  (მცენარეული, ცხოველური, სოკოს) უჯრედების და უჯრედის სხვადასხვა სტრუქტურის  (მაგ., ბირთვების, ბირთვაკების, ქლოროპლასტების რაოდენობას), გაცნობა და მათი ფუნქციების შესწავლა.
მსგავსება განსხვავება ცხოველურ, მცენარეულ და სოკოს უჯრედებს  შორის.
დროებითი პრეპარატის მომზადება, მიკროსკოპის გამოყენება.

4.    სწავლის შედეგები
ბუნ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის გებულებისა და განვითარების ერთეულზე.

მოსწავლე შეძლებს შეადაროს ერთმანეთს მცენარეული, სოკოსა და ცხოველის უჯრედები, ასევე აითვისებს უჯრედის ორგანოიდებსა და მათ ფუნქციებს. გამოავლენს შედარების, აღწერის, მსჯელობის წყვილში და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს.
მოსწავლე შეძლებს დროებითი პრეპარატის მომზადებას და მიკროსკოპთან მუშაობას.

5.    მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
საკლასო ოთახის ორგანიზება წინასწარ ხდება. პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად საკლასო ოთახში მომზადებულია დროებითი პრეპარატის დასამზადებლად საჭირო ინვენტარი ჯგუფური მუშაობისათვის.
პროექტორი და კომპიუტერი.
წინასწარ მოსწავლეთათვის კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად  მათი მერხები ადვილად გადაადგილდება და ყველა მოსწავლე იკავებს მისთის განკუთნილ ადგილს.
 3 წუთი
  • მისალმება, დასწრებაზე აღრიცხვის წარმოება, მოსწავლეებისათვის გაკვეთილის თემის და შეფასების სისტემის გაცნობა                                                                                            
  • პროვოცირება                                                                                 3 წთ.
პროექტორით ვიდეო-ჩვენება
უჯრედის სტრუქტურა; სპეციალიზირებული მცენარეული და ცხოველური უჯრედები

  • სიღრმისეული წვდომა                                                               (30წთ)                                             
 მინი ლექცია                                                                                        5 წთ.
 მასწავლებელი წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით ატარებს მინი ლექციას მცენარეული უჯრედის შესახებ. გააცნობს მცენარეული უჯრედის ორგანოიდებს, მათ ფუნქციებს.

დავალება 1                                                                                       3 წთ
შეკითხვა
მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ პრეზენტაციის (10 სლაიდიდან) რომელი სურათები წარმოადგენს მცენარეულ უჯრედებს. ბოლოს მე-11 სლაიდზე გამოდის სწორი პასუხები. (ინდივიდუალური მუშაობა).

დავალება 2                                                                                             8 წთ.
მოამზადონ დროებითი პრეპარატები ჯგუფში.
ყოველ ჯგუფს აქვს წინასწარ ინსტრუქცია ამობეჭდილი სახით, რომელიც ეხმარებათ მოამზადონ თანმიმდევრულად დროებითი პრეპარატი და ჯგუფურად იმუშაონ. ჯგუფში 3 მოსწავლეა. დროებითი პრეპარატის მომზადების შემდეგ დაათვალიერონ მიკროსკოპში და დააკვირდნენ უჯრედებს. დაკვირვების შემდეგ ამოიხატონ გაუკეთონ წარწერები და გამოიტანონ დასკვნები. ჩაინიშნონ საშინაო დავალების რვეულში.
მასწავლებელი აკვირდება ჯგუფურ მუშაობას.

მინი ლექცია                                                                                          4 წთ.
მასწავლებელი აგრძელებს პრეზენტაციას და მოსწავლეებს აცნობს სოკოვან და ცხოველურ უჯრდებს. საუბრობს უჯრედის ორგანოიდების ფუნქციების შესახებ და ბოლოს აჯამებს ეუკარიოტულ უჯრდებს მათი მსგავსება-განსხვავების მიხედვით.

დავალება 3                                                                                                    3წთ.
შეკითხვა
მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ პრეზენტაციის (20 სლაიდიდან) რომელი სურათები წარმოადგენს სოკოვან უჯრედებს და ცხოველურ უჯრედებს. ბოლოს მე-21 სლაიდზე გამოდის სწორი პასუხები. (ჯგუფური მუშაობა).
დავალება 4                                                                                              3წთ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაათვალიერონ მუდმივი პრეპარატის ცხოველური უჯრდები მიკროსკოპში, შეადარონ მცენარეულ უჯრედებს. გამოიტანონ დასკვნები. იმუშაონ საშინაო დავალების რვეულში. (ჯგუფური მუშაობა). მასწავლებელი აკვირდება ჯგუფურ მუშაობას.

დავალება   5                                                                                             4 წთ.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ააგონ ვენის დიაგრამა ფლიფჩარტზე ეუკარიოტული უჯრედისათვის. (მცენარეული, სოკოვანი, ცხოველური).

რეფლექსია                                                                                               3 წთ
გამოკითხვა წინასწარ გამზადებული  სლაიდების  საშუალებით(შეჯამება)

  • შეფასება                                                                                                           3 წთ
  • საშინაო დავალება                                                                                        3 წთ
ისწავლონ ეუკარიოტული უჯრდები, ჩახატონ რვეულში სამივე უჯრედი და მიუწერონ ორგანოიდებს სახელწოდებები.
6.    შეფასება
გაკვეთილზე გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ ისე განმსაზღვრელ შეფასებას. ნიშანი ჩაიწერება საკლასო დავალების გრაფაში. შეფასება მოხდება რუბრიკების საშუალებით. სწორად შესრულბულ თვითოეულ დავალებაზე ჯგუფს ვუწერ „+“ ანუ  1 ქულა და დამატებით კიდევ ერთ ქულას თუ ჯგუფის წევრები შეთანხმებულად მუშაობენ (ერთმანეთს უსმენენ და სხვა ჯგუფებსაც არ უშლიან ხელს) და  გამოვა საბოლოო ქულა.

10. რესურსები

ტექნიკა და რესურსები
1კომპიუტერი, 1პროექტორი, თვალსაჩინოებები, ფლიფჩარტი, ქსეროქსის ფურცლები,  რვეული, კალამი, წინასწარ ამობეჭდილი მასალები.
3 მიკროსკოპი, დროებითი პრეპარატის მოსამზადებლად საჭირო ინვენტარი.
ინფორმაციის წყარო:
VII კლასის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები - მ.მაყაშვილი, მ.ბოჭორიშვილი, ი.გიგიბერია  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ინფორმაციის წყარო (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
Microsoft office PowerPoint



Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire